|
ფილმის შინაარსი: ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის – 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების შემორჩენილი ნარჩენები იღვიძებს ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ქუჩის დღეები გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: დრამა რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი როლებში: თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, გუგა კოტეტიშვილი, ზურაბ ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ზურა შარია, ლეო ანთაძე და სხვები. დამატების თარიღი: 14 ივლისი 2010, გადმოწერები: 1611, კომენტარები: 6
ფილმის შინაარსი: ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის – 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო წუთს მასში დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების შემორჩენილი ნარჩენები იღვიძებს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ქუჩის დღეები გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: დრამა. რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი. როლებში: გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, ზურა ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ირაკლი რამიშვილი, ზურა შარია, გიორგი ყიფშიძე, ლეო ანთძე... დამატების თარიღი: 14 ივლისი 2010, გადმოწერები: 2267, კომენტარები: 23
ფილმის შინაარსი: ფილმის სიუჟეტი აგებულია სიყვარულზე და თანამედროვე ცხოვრებაზე. თუკი სასიყვარულო ონცება ახალი წლის ღამეს არ ხდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია! ამ მარტივ ჭეშამრიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია, რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბში გათამაშდება... ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ოცნების ქალაქი გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: დრამა, კომედია. რეჟისორი: დავით იმედაშვილი. როლებში: ნანკა კალატოზიშვილი, დუტა სხირტლაძე, შორენა ბეგაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, პაატა პაპუაშვილი, ეკა კახიანი, გოგა ბარბაქაძე... დამატების თარიღი: 30 მაი 2010, გადმოწერები: 18762, კომენტარები: 0
ფილმის შინაარსი: ფილმი მოგვითხრობს ჰერმერტ ნოიმანზე, რომელიც მუშაობს ფინანსურ მრჩევლად გერმანიის საელჩოში საქართველოში. მოსაბეზრებელი ოფისიდან დაბრუნების შემდეგ ცდილობს გაექცეს მოწყენილობას. მისი მონოტონური ცხოვრება მაშინ მთავრდება, როდესაც ის ცამეტი წლის გოგონას ხვდება ბაზარში. შემთხვევითი ნაცნობობა გადაიქცევა მეგობრობად, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ საელჩოს თანამშრომელსა და ქუჩის ბავშვს შორის ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება... დასახელება: კაცი საელჩოდან გამოშვების წელი: 2006 ჟანრი: დრამა რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე როლებში: ბურგჰარტ კლაუსნერი, ლიკა მარტინოვა, მარიკა გიორგობიანი, ირმ ჰერმანი დამატებითი ინფორმაცია: გამომშვები: საქართველო, სტუდია ”სანგუკო” / გერმანია, ”ტატფილმი” ხანგრძლივობა: 01:35.56 (96 წუთი) გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) დამატების თარიღი: 20 მარტი 2010, გადმოწერები: 1546, კომენტარები: 4
ფილმის შინაარსი: თავიდან თითქოს ყველაფერი წესის მიხედვით მიდის. გვამი, პროზექტურა, პოლიცია და გამომძიებელი, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და კრიმინალისტიკაში მიღებული მეთოდების დახმარებით მკვლელობის გამოძიებას და მოკლულის უკანასკნელი დღეების სურათის აღდგენას ცდილობს... საქმე რთულდება, როდესაც აღმოჩნდება, რომ ჩვენების მიცემის დროს მთავრი მოწმეები არ იყვნენ ბოლომდე გულწრფელნი... დასახელება: მედიატორები გამოსვლის წელი: 2008 ჟანრი: დეტექტივი, დრამა რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე როლებში: მერაბ ნინიძე, გიორგი ნაკაშიძე, იუენ ბრემნერი, მარიკა გიორგობიანი, ზაზა კოლელიშვილი, ნატა მურვანიძე, ნუცა კუხიანიძე, ლევან დობორჯგინიძე და დავით იაშვილი გამომშვები: საქართველო, სტუდია ”სანგუკო” / ეროვნული კინოცენტრი ხანგრძლივობა: 01:33.54 გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) დამატების თარიღი: 8 მარტი 2010, გადმოწერები: 1730, კომენტარები: 22
![]() ფილმის შინაარსი: "გაღმა ნაპირი" არის ფილმი, რომელიც მაყურებელს ტყვარჩელელი ბიჭის ცხოვრებაზე მოუთხრობს. მოქმედება 1998-1999 წლებში მიმდინარეობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ლუკა, მამის სანახავად აფხაზეთში დაბრუნებას გადაწყვეტს. ცხოვრება მას მრავალ წინააღმდეგობას მოუმზადებს, ხოლო სამოქალაქო ომი კი მას ყველა ოცნებას უკლავს. პატარა ლუკა ოცნებობს თავის თავში დაიბრუნოს იმედი და რწმენა. დასახელება: გაღმა ნაპირი გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: სათავგადასავლო რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი როლებში: თედო ბექაური, გალობა კამბარია, ნიკა ალაჯაჯევი, თამარ მესხი, ჯანო იზორია, ლია აბულაძე, არჩილ თაბუკაშვილი დამატებითი ინფორმაცია: გამომშვები: საქართველო, ეროვნული კინოცენტრი ხანგრძლივობა: 01:30.12 გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) დაემატა 357 მბ რელიზი !!! დამატების თარიღი: 19 თებერვალი 2010, გადმოწერები: 6348, კომენტარები: 49
ფილმის შინაარსი:„ჯაყოს ხიზნები“ — მიხეილ ჯავახიშვილის რომანი; პირველად გამოიცა 1924 წელს. რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. ეს რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული. დასახელება: ჯაყოს ხიზნები გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: დრამა რეჟისორი: დათო ჯანელიძე როლებში: იორგი ნაკაშიძე, ნატა მურვანიძე, ზაზა ბურჭულაძე დამატებითი ინფო: გამომშვები: საქართველო, სტუდია "ტაია" ხანგრძლივობა: 01: 21 :13 გახმოვანება: ქართული დამატების თარიღი: 17 თებერვალი 2010, გადმოწერები: 2069, კომენტარები: 6
ფილმის შინაარსი: ახალი ქართული მხატვრული ფილმი, რომელის პრემიერაც შედგა 2009 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს კინოთეატრებში. ფილმი მოგვითხრობს სასიყვარულო ამბავს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: თბილისური Love Story გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა რეჟისორი: გიორგი მგელაძე როლებში: თამრი ბზიავა, ვანო თარხნიშვილი, ნინი ქარსელაძე, ნატა მურვანიძე, გივი ბერიკაშვილი, ქრისტინე იმედაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ნინი ვარძიაშვილი, კახო კავსაძე, ნია გრძელიძე, ნინო ქორიძე, სონა აბაშიძე, გოგა ბარბაქაძე, ლელე გუნდიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ბახალა, თორნიკე ბზიავა, ნუცა კახიანიძე, ია სუხიატაშვილი და სხვები. დამატების თარიღი: 29 იანვარი 2010, გადმოწერები: 3900, კომენტარები: 22
ფილმის შინაარსი: რა არის საჭირო რომ წარმატებული მოდელი გახდე? რათქმაუნდა სილამაზე, თუმცა ამ ფილმის რეჟისორებს სულ სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ. საყვარელ ქალთან დაახლოების მიზნით, წარმატებული, მდიდარი მამაკაცი ქალის სამოსს იცვამს და იმ სააგენტოში მიდის, სადაც მისი სიყვარულის ობიექტი მუშაობს. წარმატებას სამოდელო ბიზნესშიც აღწევს და საბოლოოდ - სიყვარულშიც ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: გოგონა სლაიდიდან გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: კომედია რეჟისორი: გიგა აგლაძე როლებში: ზაზა ბეჟაშვილი,ნათია ახვლედიანი,ზურა ყიფშიძე,ავთანდილ ცქვიტინიძე,კრისტი ყიფშიძე,ეკა ჩხეიძე დამატების თარიღი: 5 იანვარი 2010, გადმოწერები: 24535, კომენტარები: 65
ფილმის შინაარსი:შესანიშნავი ფილმი საქართველოს არნახულ ბუნებაზე და სილამაზეზეც რომელიც დეტალურად არის გადმოცემული ფილმში..ყველაზე ლამაზი ქვეყანა გვაქვს და უნდა მოვუფრთხილდეთ..! :( ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: საქართველოს ღირსშესანიშნაობები! გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: დოკუმენტური დამატებითი ინფო: გამომშვები: საქართველო!! ხანგრძლივობა: 00: 30:52 გახმოვანება: პროფესიონალური (ერთხმიანი) დამატების თარიღი: 18 ნოემბერი 2009, გადმოწერები: 1459, კომენტარები: 3
ფილმის შინაარსი: საქრთველოს სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრი გოგა სასტუმროში თავის საყვარელს ხვდება , მინისტრს პაემანი აქვს შორენასთან , რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან - მემანქანეა ... საყვარლების სასტუმრო ოთახში მინისტრი და შორენა მოულოდნელად გვამს აღმოეაჩნენ ... ეს გვამი ეკუთვნის მინისტრის საყვარლის ქმრის მიერ დაქირავებული დეტექტივს ... მინისტრი პანიკაშია, მისი პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება ... მინისტრმა როგორმე უნდა მოიცილოს გვამი თავიდან, საშველად ის თავის მოადგილეს იძახებს ... ვინ უშველის მას ..? ვინ აიღებს თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას ..? რა თქმა უნდა მისი მოადგილე გრიშა :D:D ... ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: იდიოტოკრატია გამოშვების წელი: 2008 ჟანრი: კომედია, მხატვრული ფილმი რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი სცენარის ავტორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი როლებში: ნიკა გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, ცისია მეტრეველი, სლავა ნათენაძე, ჯაბა კილაძე, ლარისა რეშეტკო, მამუკა მუმლაძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, ვანო ქურასბედიანი, ოთარ კოვზირიძე, გიორგი ჯიქია, ამირან ქაჩიბაია, მერაბ სანოძე, ბუბა კიკაბიძე, თამუნდა ნიკოლაძე, ეთო მაღლაკელიძე, კახა გოგიძე, გოგა ბარბაქაძე, გიორგი ვარსიმაშვილი, მიშა ამბროსოვი, მიშა არჯევანიძე, ანატოლი ჰაიდე, დიმა სპორიშევი, მამუკა ლორია, თამარ ბუხნიკაშვილი, დიმა მერაბიშვილი. დამატებითი ინფორმაცია: გამომშვები: საქართველო, ”ვარს-სტუდიო” რაოდენობა: 11 ნაწილისგან არის შემდგარი ხანგრძლივობა: 1 საათი 50 წუთი გახმოვანება: ქართული (ორიგინალი) დამატების თარიღი: 17 ნოემბერი 2009, გადმოწერები: 5643, კომენტარები: 21
ფილმის შინაარსი: ფილმი ოთხი ნოველისგან შედგება, სადაც თბილისის რეალური ყოფაა ასახული. გაჭირვების გამო ადამიანები კარგავენ მთავარს - სულიერ ფასეულობებს. მათი მთავარი საზრუნავი ფულის შოვნაა, რასაც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები განსხვავებული ხერხით ცდილობენ. რეჟისორი საკუთარ სახლს აფხაზეთიდან დევნილებზე აქირავებს, პროფესორი ჯიხურში ვაჭრობს, ვაჭარი პარლამეტში ზის, სხვები კი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ. ახალგაზრდა რეჟისორი წერს სცენარს, რომელსაც ვერასოდეს გადაიღებს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: თბილისი- თბილისი გამოშვების წელი: 1987 ჟანრი: მხატვრული ფილმი რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი როლებში: გიორგი მასხარაშვილი, ბერტა ხაფავა, ეკა ნიჟარაძე, რუსიკო კობიაშვილი, კახა კინწურაშვილი დამატებითი ინფო: გამომშვები: საქართველო ხანგრძლივობა: 01: 27 :30 გახმოვანება: ქართული დამატების თარიღი: 11 ოქტომბერი 2009, გადმოწერები: 2038, კომენტარები: 7
![]() ფილმის შინაარსი: სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია, საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ძმა გამოშვების წელი: 1981 ჟანრი: სათავგადასავლო, ისტორიულ-რევოლუციური რეჟისორი: თემურ ბაბლუანი როლებში: არჩილ სამხარაძე (ბექარი), ლევან თურმანიძე (გიო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ფაღავა), შოთა (II) ნოზაძე (მამა), თეიმურაზ დოლიძე (ექიმი), ლეო (ლევან) ფილფანი, გივი ჩუგუაშვილი (სოციალისტი), მედეა ნემსიწვერიძე, იური გეწაძე დამატებითი ინფო: გამომშვები: საქართველო ხანგრძლივობა: 01: 13: 40 გახმოვანება: ქართული დამატების თარიღი: 11 ოქტომბერი 2009, გადმოწერები: 1513, კომენტარები: 2
აღწერა: სერიალი ”ჩვენი ოფისი” სიტუაციური კომედიაა. მასში მონაწილეობენ სერიალ ”ჩიფსების თაობის” მსახიობები. ახალი ფორმატი გამოკვეთილად იუმორისტულია. ახლა უკვე გადაღებებს ესწრება მაყურებელი და იწერება მისი ცოცხალი რეაქცია. ძირითადი მოქმედება ვითარდება სარეკლამო სააგენტოს ოფისში, რომლის თანამშრობლებიც იღებენ რეკლამებს. ხშირად უწევთ უცნაურ კლიენტებთან ურთიერთობა და მუდმივად სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან. დასახელება:ჩვენი ოფისი გამოსვლის წელი:2009 როლებში:ანა სანაია, ვანო თარხნიშვილი, გიორგი კალანდაძე, გიორგი კალანდარიშვილი, თაკო აბაშიძე, გია ცინაძე, "დრუპი", "შონზო", ნინო მუმლაძე, დევი დევიძე... გამომშვები:საქართველო, Rustavi 2 TV ხანგრძლივობა:00: 23 :00 დამატების თარიღი: 4 ოქტომბერი 2009, გადმოწერები: 813, კომენტარები: 5
აღწერა: სერიალი ”ჩვენი ოფისი” სიტუაციური კომედიაა. მასში მონაწილეობენ სერიალ ”ჩიფსების თაობის” მსახიობები. ახალი ფორმატი გამოკვეთილად იუმორისტულია. ახლა უკვე გადაღებებს ესწრება მაყურებელი და იწერება მისი ცოცხალი რეაქცია. ძირითადი მოქმედება ვითარდება სარეკლამო სააგენტოს ოფისში, რომლის თანამშრობლებიც იღებენ რეკლამებს. ხშირად უწევთ უცნაურ კლიენტებთან ურთიერთობა და მუდმივად სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან. დასახელება:ჩვენი ოფისი გამოსვლის წელი:2009 როლებში:ანა სანაია, ვანო თარხნიშვილი, გიორგი კალანდაძე, გიორგი კალანდარიშვილი, თაკო აბაშიძე, გია ცინაძე, "დრუპი", "შონზო", ნინო მუმლაძე, დევი დევიძე... გამომშვები:საქართველო, Rustavi 2 TV ხანგრძლივობა:00: 23 :00 დამატების თარიღი: 4 ოქტომბერი 2009, გადმოწერები: 542, კომენტარები: 6
ფილმის შინაარსი: გადაცემა ჟურნალისტის დღიური, რომელიც მოგვითხრობს იტალიის ქალაქ ტურინში დასვენებულ უფლის სუდარაზე, ტილოზე რომელშიც ჯვარცმული ქრისტე გარდაცვალების შემდეგ გაახვიეს. სუდარაზე ღვთიური სასწაულით გამოისახა უფლის სხეული სამ განზომილებაში... ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ქრისტეს უკანასკნელი სახვეველი გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: დოკუმენტური დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 00: 35 :00 ენა: ქართული დამატების თარიღი: 21 სექტემბერი 2009, გადმოწერები: 1424, კომენტარები: 1
ფილმის შინაარსი: ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანი კინოვერსია. საქართველო, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდი, XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყისი. მთავარი გმირი დათა თუთაშხია კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს - ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: დათა თუთაშხია გამოშვების წელი: 1978 ჟანრი: სატელევიზიო მხატვრული ფილმი რეჟისორი: ჭაბუა(მზეჭაბუკ) ამირეჯიბი როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი,თენგიზ არჩვაძე,იური იარვეტი,გრიგოლ წიტაიშვილი,კარლო საკანდელიძე,აკაკი ვასაძე,ვლადიმერ სოლოდნიკოვი,სოფიკო ჭიაურელი... დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 08:15.00 (სრული) ენა: ორიგინალი(ქართული) ხარისხი: DVD9 დამატების თარიღი: 17 სექტემბერი 2009, გადმოწერები: 3118, კომენტარები: 19
აღწერა: ორი ბავშვი წითელ ელბურთულას შეეხება რომლებიც მათში შევლენ ვენიდან მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ და ტელეპორტაცია და ასეთები შეუძლიათ და მესამეს კი დროში მოგზაურობა... ინფორმაცია ფაილზე: დასახელება:განსაკუთრებული ძალა ჟანრი:ფანტასტიკა გამომშვები:2009 როლებში:გიორგი ყიფშიძე, ლაშა ბეკურაშვილი, გიორგი გულედანი. დამატების თარიღი: 9 სექტემბერი 2009, გადმოწერები: 1593, კომენტარები: 7
ფილმის შინაარსი: ფილმი წარმოადგენს კინონოველების მოზაიკას, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია ანეგდოტური სიტუაციები, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი ეცნობა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უსაყვარლეს კუთხე რაჭას და ამ კუთხის მცხოვრებლებს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში გამოშვების წელი: 1985 ჟანრი: კომედია რეჟისორი: გია მატარაძე როლებში: რამაზ გიორგობიანი, ზურაბ ქაფიანიძე,გივი ბერიკაშვილი,ტრისტან სარალიძე,შოთა სხირტლაძე, ამირან ბუაძე, ზაზა ქაშიბაძე, ნესტან შარია, გურამ ფირცხალავა,მარინა კახიანი დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 01:03:15 ენა: ქართული დამატების თარიღი: 2 სექტემბერი 2009, გადმოწერები: 2141, კომენტარები: 4
![]() ფილმის შესახებ: ფილმი გამოშვებულია 2009 წლის 1 აგვისტოს სადაც ნათლად ჩანს ყველა ფაქტები საქართველო რუსეთის ომის შესახებ.. ფილმი გადაღებულია ტელეკომპანია ალანიას მიერ და პასუხობს ყველა იმ არასამართლიან ბრალდებას და ფილმებს რომლებიც რუსების მიერ არის გადაღებული დამატების თარიღი: 4 აგვისტო 2009, გადმოწერები: 3587, კომენტარები: 22
ფილმის შინაარსი: თბილისიდან ბათუმში მიმავალი მატარებელი, მემანქანის გამო წავა აფხაზეთისკენ. გზაში მათ ბევრი თავგადასავლები გადახდებათ. ქალათ გადაცმული კაცი რუს ბორტგამცილებელს გააუპატიურებს და ამის შემდეგ მას დაადანაშაულებენ შიდსის ვირუსის ტარებაში. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მიდიოდა მატარებელი გამოშვების წელი: 2005 ჟანრი: კომედია რეჟისორი: რამაზ ჩხიკვაძე როლებში: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზაზა პაპუაშვილი, მარინა ალექსანდროვა დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 72წუთი ენა: ქართული (ორიგინალი) დამატების თარიღი: 20 ივლისი 2009, გადმოწერები: 1671, კომენტარები: 6
ფილმის შინაარსი: გოდერძი ჩოხელის ქართული მხ/ფ "ლუკას სახარება". გირჩევთ გადაიწეროთ და ამ წმინდა დღეებში უყუროთ. ძალიან საინტერესო და კარგი ფილმია. ფილმში მონაწილეობენ გუდაჯვრის ხეობის სოფელ ანტოხის საშუალო სკოლის მოსწავლეები ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ლუკას სახარება გამოშვების წელი: 1998 ჟანრი: დრამა რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი როლებში: ლუკა ჩოხელი, თამარ სხირტლაძე, ზურაბ სტურუა, ბორის წიფურია, ტრისტან სარალიძე, კოტე თოლორაია, შალვა ქირიკაშვილი, ნინო მელაშვილი, ნიკა ჩოხელი, მარიკა აფციაური, ნატო ოსიტაშვილი, გაგა რევიშვილი, ვალიკო აფციაური, ლაშა წიკლაური, ნაილი ხელაშვილი, გიორგი ჩოხელი, ლეილა ლალიაშვილი, მზია წიკლაური, ლილი ზაქაიძე, ლელა ჩოხელი, ზვიად წიკლაური, დათო საჯაია, ნუგზარ მეგრელიშვილი, მარგო მაყაშვილი, დათო ქრისტესაშვილი, გიორგი წიკლაური დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 00:56:34 ენა: ქართული დამატების თარიღი: 14 ივლისი 2009, გადმოწერები: 1029, კომენტარები: 1
ფილმის შინაარსი: თურქთა წინააღმდეგ მებრძოლ მეომარსა და ვახტანგ VI-ს კარზე აღიარებულ პოეტს, დავით გურამიშვილს ლეკები გაიტაცებენ. დავითი ხანგრძლივ ტყვეობას თავს დააღწევს და რუსეთში, სამხედრო დახმარების სათხოვნელად ჩასულ ვახტანგ მეფის ამალას შეუერთდება. აქ გაიგებს, რომ მისი სატრფო, ქეთევანი რუსი ბარონისთვის მიუთხოვებიათ. ანა დედოფლის ცრუ დაპირებებით დაღლილი ქართველობა გადაწყვეტს, რუსთა დროშის ქვეშ დაიცვას სამშობლოს ინტერესები. უცხო ქვეყნის ომებში მრავალბრძოლაგამოვლილი, სამშობლოსა და პირადი უბედობით დამწუხრებული დავითი თავშესაფარს და საუკუნო განსასვენებელს უკრაინის მიწაზე ჰპოვებს. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: დავით გურამიშვილი გამოშვების წელი: 1946 ჟანრი: ისტორიული / ბიოგრაფიული რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი / იოსებ თუმანიშვილი როლებში: გიორგი შავგულიძე (დავით გურამიშვილი), კოხტა ყარალაშვილი (თავადი გიორგი –დავითის მამა), ალექსანდრე ომიაძე (ვახტანგ მეექვსე–ქართლის მეფე), დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი), გიორგი დავითაშვილი (სულხან–საბა ორბელიანი), შალვა ღამბაშიძე (თავადი ელიზბარი–ქეთევანის მამა), ფაინა შევჩენკო (ანა იოანოვნა –რუსეთის დედოფალი), ტატიანა ოკუნევსკაია (ელიზავეტა პეტროვნა–პეტრე დიდის ასული), ივანე პერესტიანი (ვოლინსკი–ანა იანოვანას მინისტრი), ივანე მალიუტინი (ჰერცოგი ბირონი), დამატებითი ინფო: ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 01 :34 :10 ენა: ქართული დამატების თარიღი: 14 ივლისი 2009, გადმოწერები: 720, კომენტარები: 3
ალბომი: აბესალომ და ეთერი წელი: 1998 ხანგრძლივობა: 107 წუთი აუდიო: MP3 320 Kbps ჟანრი: ოპერა დირიჟორი: დიდიმ მირცხულავა მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: აბიო – ქართლის მეფე – ირაკლი შუშანია აბესალომი – მეფისწული – ზურაბ სოტკილავა ნათელა – დედოფალი – დიანა ღვედაშვილი მარიხი – აბესალომის და – ლამარა ჭყონია ეთერი – გლეხის გოგო – ცისანა ტატიშვილი მურმანი – ვეზირი – შოთა კიკნაძე ნაანა – მურმანის დედა – ოლღა კუზნეცოვა თანდარუხი – მთავარსარდალი – კოტე ფირცხალავა სტუმარი – ნუგზარ გელაშვილი დამატების თარიღი: 14 ივლისი 2009, გადმოწერები: 730, კომენტარები: 0
ფილმის შინაარსი: კომედიანტები, ეს არის დადგმა, რომელიც სრული ანშლაგებით ტარდებოდა თავისუფალი თეატრის სცენაზე და რომელშიც თამოშობდნენ ჩვენი გენიალური მსახიობები. სპექტაკლში ასახულია ის გაუსაძლისი პირობები, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში იყო. შიმშილი, უსამართლობა, ომი, დახოცილი ახალგაზრდები, რომელბიც თავის მშობლებს ნამდვილად არ გაუზრდიათ იმისთვის, რომ შემდეგ მათ სისხლი ენახათ ვიღაცის პოლიტიკური თამაშების გამო. კომედიანტები, ასე უწოდებენ საკუთარ თავს ის მსახიობები, რომლებიც დრომ და დროსთან ერთად ხალხმაც დაივიწყა, დაივიწყა, რადგან სხვა პრობლემები უფრო აწუხებდათ ვიდრე ეყურებინათ იმისთვის, თუ როგორ ანსახიერებს ერთი ლოთი მსახიობი პალმის ხეს. მათთვის ისიც საკმარისი იყო რაც ქვეყანაში ხდებოდა... დიახ ის პალიმის ხეს თამაშობდა, მას შვილი მოუკლეს და მაიცნს აგძლებდა თამაშს, რადგან ის სცნენის მტვრისგან იყო გამოძერწილი და სხვანაირად არ ძალუძდა. ხალხი? ხალხს კი შია და სულაც აღარ ანაღვლებს თეატრი. დარბაზი მკვდარია. შავმა ღრუბელმა დაფარა ცა და სისხლისფერია გარშემო ყველაფერი, ისინი კი მაინც აგრძელებენენ თამაშს. მათ ასე გამოხატეს თავისი პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: კომედიანტები გამოშვების წელი: 2001 ჟანრი: სპექტაკლი (დრამატული) რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი როლებში: ნიკო გომელაური, მაია დობორჯგინიძე, რამაზ იოსელიანი და სხვები... ენა: ქართული დამატების თარიღი: 14 ივლისი 2009, გადმოწერები: 2335, კომენტარები: 5
|
ბოლო 10 წუთის განმავლობაში საიტზე შემოვიდა 115 მომმხარებელი, მათ შორის: 111 სტუმარი, 4 ბოტი და 0 წევრი.
წევრები
Отсутствуют.
ბოტები
Googlebot, Yandex, MSN, Yahoo
|