ყველა აქცია, ფასდაკლება და სიახლე - ერთ სივრცეში 032 2 115 115

როგორ მუშაობს

 

იურიდიული პირებისთვის (კომპანიები)

აქციის ან ფასდაკლების მოსახლეობისთვის გასაცნობად ჰოპ.ჯი (hop.ge) საუკეთესო სივრცეა, ვინაიდან ეს არის ვებ-პორტალი სადაც თავს იყრის აქციები და ფასდაკლებები ყველა სფეროდან. იურიდიული პირები პორტალზე მარტივი რეგისტრაციის შემდეგ თავად ატვირთავთ თქვენს აქციებს თუ სიახლეებს, დაამატებთ მათ აღწერას, ფოტოებს და აქციის მოქმედების ვადებს. ატვირთული განცხადების დადასტურების მაქსიმალური ვადაა 12 სთ. აუცილებელი პირობაა, რომ ატვირთული განცხადება წარმოადგენდეს აქციას, ფასდაკლებას ან სიახლეს. ატვირთვა ხორციელდება ვებ-საიტის დესკტოპ ვერსიიდან.
თქვენი ყოველი სარეკლამო განცხადების გვერდზე ინტეგრირებულია ზარის შეკვეთის ღილაკი მომხმარებელთათვის და კომენტარების მოდული. ზარის შეკვეთას ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ თქვენი არჩევანის მიხედვით - ელ.ფოსტაზე ან კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
ამასთანავე თქვენს მიერ გამოცხადებული ყველა აქცია ავტომატურად მოხვდება აქციების და ფასდაკლებების ერთიან საინფორმაციო ქოლცენტრში (032) 2 115 115 და გამოქვეყნდება ჰოპ.ჯი-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც განუხრელად ეზრდება გამომწერთა რაოდენობა. ქოლცენტრი თქვენი სურვილის შემთხვევაში გაგიწევთ აუთსორს მომსახურებას როგორც შეკვეთების ისე კლიენტთა მხარდაჭერის კუთხით. პორტალი ასევე მუშაობს დამატებითი დომენით: fasdakleba.ge

 

ფიზიკური პირებისთვის

ჰოპ.ჯი წარმოადგენს სივრცეს სადაც თავს მოიყრის ყველა მოქმედი აქცია და ფასდაკლება, შესაბამისად  ფიზიკურ პირებს საშუალება აქვთ მარტივად და სწრაფად მოძებნონ სასურველი აქცია თუ ფასდაკლება, ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ პორტალზე არსებული დამატებითი საკომუნიკაციო არხებით და ნებისმიერი გამოქვეყნებული აქციის შესახებ  ინფორმაციისთვის ან პროდუქტის შესაძენად ონლაინ რეჟიმში შეუკვეთოთ ზარი - უშუალოდ განცხადების გამომქვეყნებელ კომპანიას ან განცხადების ბმულით გადახვიდეთ ამავე კომპანიის გვერდზე.
აქვე იხილავთ კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურების შესახებ თავმოყრილ მომხმარებელთა კომენტარებს და ნებისმიერი აქციის მოქშედების ვადას. შეგიძლიათ თავადაც გამოაქვეყნოთ თქვენი კომენტარი თუ მოსაზრება ნებისმიერ აქციასთან დაკავშირებით.
თქვენთვის მოქმედებს ასევე აქციების და ფასდაკლებების ერთიანი საინფორმაციო ქოლცენტრი (032) 2 115 115